ირაკლი კობახიძე – „ლელო“ ცდილობს, თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან, ეს თავის დროზე მოახერხა გახარიას პარტიამ, როდესაც შევიდა პარლამენტში, თუმცა მეეჭვება, „ლელომ“ სარჩელისგან თავი დაიხსნას 

18:31, 16.03.2026

„ლელო“ ცდილობს, თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან და შესაბამისი პროცესისგან. ეს თავის დროზე მოახერხა გახარიას პარტიამ, როდესაც შევიდა პარლამენტში. შესაძლოა, იგივე მცდელობა ჰქონდეს „ლელოსაც“, თუმცა მეეჭვება, მათ თავი დაიხსნან საკონსტიტუციო სარჩელისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

პრემიერის თქმით, „ნაცმოძრაობა“, „ახალი“ „ლელო“, გახარიას პარტია, სინამდვილეში, ერთი ძალაა და გარე ძალების კარნახით მოქმედებენ.

„„ლელო“ ცდილობს, თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან და შესაბამისი პროცესისგან. ეს თავის დროზე მოახერხა გახარიას პარტიამ, როდესაც შევიდა პარლამენტში. შესაძლოა, იგივე მცდელობა ჰქონდეს „ლელოსაც“, თუმცა მეეჭვება, თავი დაიხსნან საკონსტიტუციო სარჩელისგან. ჩვენთვის ეს პარტიები არის აბსოლუტურად ერთი და იგივე. „ნაცმოძრაობა“, „ახალი“ „ლელო“, გახარია, ყველა სხვა, სინამდვილეში, ერთი ძალა არიან. მათ აერთიანებთ ერთი საერთო რამ – ყველა მათგანი არის აგენტურა, ისინი გარე ძალების კარნახით მოქმედებენ ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება ბოკერიას და მსგავსი ე.წ. პოლიტიკოსების განცხადებებს, ასეთ განცხადებებს ისინი, უკვე მრავალი წელია, აკეთებენ. მათ უყვართ ბაქიბუქი და ვერ ელევიან ამ ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რომ ვერცერთ შემთხვევაში მათი განცხადებები ვერ აღმოჩნდა წარმატებული. შეუძლიათ, ილაპარაკონ, რაც უნდათ, საქართველო არის დემოკრატია და სისულელეების ლაპარაკიც შედის დემოკრატიის პრინციპის სივრცეში“, – განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ პარტიის ლიდერთა სათათბიროს შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აუცილებელია, დაიწყოს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს.

მსგავსი