ირაკლი კობახიძე საქართველოს ლაშა ტალახაძის მიერ ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს
ირაკლი კობახიძე საქართველოს ლაშა ტალახაძის მიერ ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს ლაშა ტალახაძის მიერ ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს.

„გილოცავთ! ლაშა ტალახაძემ 3 ოქროს მედალი მოიპოვა!  ძალოსანმა თავისი მსოფლიო რეკორდი მოხსნა და მეხუთედ გახდა ევროპის ჩემპიონი“, – წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.

ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატი მეხუთედ მოიგო. მან ატაცში 222 კგ დაძლია და თავისივე რეკორდი (220) გააუმჯობესა. ორჭიდის ჯამში კი 485 კგ დააფიქსირა, რაც ასევე მსოფლიოს რეკორდია.

გილოცავთ! 🇬🇪

ლაშა ტალახაძემ 3 ოქროს მედალი მოიპოვა!
ძალოსანმა თავისი მსოფლიო რეკორდი მოხსნა და მეხუთედ გახდა ევროპის ჩემპიონი

#საქართველოიგებს

Posted by ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze on Sunday, April 11, 2021