ირაკლი კობახიძე - ლაშა ნაცვლიშვილს ერთ-ერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის ლიდერმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ PVT ჩატარებული ჰქონდა „გამჭვირვალობასაც“, თუმცა ეკა გიგაური მონაცემებს მალავდა
ირაკლი კობახიძე - ლაშა ნაცვლიშვილს ერთ-ერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის ლიდერმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ PVT ჩატარებული ჰქონდა „გამჭვირვალობასაც“, თუმცა ეკა გიგაური მონაცემებს მალავდა

ლაშა ნაცვლიშვილს ერთ-ერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ PVT ჩატარებული ჰქონდა „საერთაშორისო გამჭვირვალობასაც“, ეკა გიგაურსაც 400 საარჩევნო უბანზე და ამ PVT-ის თანახმად, ზუსტად ემთხვეოდა ეს მონაცემები ცესკო-ს მონაცემებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამ მონაცემებს ეკა გიგაური მალავდა.

„სამწუხაროდ, ამ მონაცემებს მალავდა ეკა გიგაური. ეს იყო ამ ოპოზიციური პარტიის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ვიმსჯელეთ, როგორ შეიძლებოდა ვინმეს მეშვეობით გამოგვეთხოვა ეს ინფორმაცია, როგორც გიგაურისგან, ისე „სამართლიანი არჩევნებისგან“ – ჩვენ გვინდოდა ორივეს PVT-ის მონაცემები აგვეღო და ამაზე წარიმართებოდა მსჯელობა, რაზეც მე გავუზიარე ჩემი მოსაზრება ლაშა ნაცვლიშვილს და ვუთხარი, რომ ისინი ამ ინფორმაციას არ მოგვცემდნენ. ეს არის მითითებული ამ მესიჯში, თუმცა ლაშა ნაცვლიშვილის პოზიცია იყო ის, რომ მაინც გვეცადა ამის გაკეთება. ანუ საქმე ეხებოდა ორ PVT-ს – „სამართლიანი არჩევნების“ და ეკა გიგაურის, რომლის შედეგებიც, სამწუხაროდ, იმალებოდა, როგორც ჩვენ გვეუბნებიან. მე არც ვიცი, ჰქონდა თუ არა ეს მას ჩატარებული“, – განაცხადა ირაკლი კონახიძემ.