ირაკლი კობახიძე – ლადო კახაძე გამორჩეული თვისებების მქონე ადამიანია და პარლამენტს გაამდიდრებს

12:39, 06.06.2019

ლადო კახაძე გამორჩეული თვისებების მქონე ადამიანია და პარლამენტს გაამდიდრებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ მოუწოდებს ამომრჩევლებს, მთაწმინდის რაიონში შუალედური არჩევნების მეორე ტურში მხარი დაუჭირონ „ქართული ოცნების“ კანდიდატს ლადო კახაძეს.

„ლადო კახაძეზე ვიტყვი, რომ ის სიახლე იქნება საქართველოს პარლამენტში. გამორჩეული თვისებების მქონე ადამიანია და პარლამენტს გაამდიდრებს. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება, მათშორის საპარლამენტო ცხოვრება სიძულვილით და აგრესიით არის გაჯერებული. ლადო კახაძეს პარლამენტში ამის საპირისპირო პრაქტიკის შემოტანა შეუძლია. აქედან გამომდინარე, მას საპარლამენტო ცხოვრების გამდიდრება შეუძლია. შესაბამისად, ბუნებრივია მოვუწოდებ ამომრჩეველს, რომ საკუთარი არჩევანი ლადო კახაძის სასარგებლოდ გააკეთონ. რაც შეეხება მის კონკურენტ შალვა შავგულიძეს, მისი განცხადებები კრიტიკას ვერ უძლებს, რომელიც განსაკუთრებით ბოლო დროის განმავლობაში კეთდება. შავგულიძეს იცნობდა საზოგადოება როგორც გირგვლიანის საქმის ადვოკატს და ახლა პრაქტიკულად მთლიანად შეატრიალა საკუთარი როლი. რაც წარმოუდგენელი და მიუღებელია. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას ამ შემთხვევაში არჩევანის გაკეთება არ გაუჭირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი