ირაკლი კობახიძე – კორუფციასთან ბრძოლა გრძელდება ყველა მიმართულებით, თუ გამოძიებას ექნება დამატებით ფაქტები, ამ შემთხვევაში იმოქმედებენ

12:43, 17.10.2025

კორუფციასთან ბრძოლა გრძელდება ყველა მიმართულებით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი  კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა კორუფციის ბრალდებით დაკავებები, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს არის საგამოძიებო უწყებების საქმე.

„უნდა დაველოდოთ გამოძიებას. თუ გამოძიებას ექნება დამატებით ფაქტები, ამ შემთხვევაში იმოქმედებენ“, –  განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი