ირაკლი კობახიძე - კონსენსუსი, რომელიც ამ დარბაზში არის ჩამოყალიბებული უმრავლესობის რამოდენიმე წევრსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, მეტყველებს აბსოლუტურად ყველაფერზე
ირაკლი კობახიძე - კონსენსუსი, რომელიც ამ დარბაზში არის ჩამოყალიბებული უმრავლესობის რამოდენიმე წევრსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, მეტყველებს აბსოლუტურად ყველაფერზე

კონსენსუსი, რომელიც ამ დარბაზში არის ჩამოყალიბებული უმრავლესობის რამოდენიმე წევრსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, მეტყველებს აბსოლუტურად ყველაფერზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებაზე კანონპროექტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყო მხარდაჭერილი, რადგან კანონპროექტის ტექსი პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

მისივე თქმით, კონსენსუსი, ლევან გოგიჩაიშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას შორის, არის ძალიან ნიშანდობლივი.

„იმის საფუძველი, რომ ეს კანონპროექტი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს მხარდაჭერილი, არის  შემდეგი – კანონპროექტის ტექსტი პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ტექსტს. თუ გვაქვს პრეტენზია რაღაცაზე საქართველოს პარლამენტში, 98-ე წლის თავზე პირველი კონსტიტუციის მიღებიდან, უნდა გვქონდეს პრეტენზია პირველ რიგში იურისდიქციაზე, კონსტიტუციის ტექსტის კითხვაზე. და ბოლოს, პატარა პოლიტიკური გადახვევა, ძირითადად მინდოდა კონსტიტუციაზე მემსეჯელა, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არის კონკრეტული პოლიტიკური მოცემულობა, ეს კონსენსუსი, რომელიც ამ დარბაზში არის ჩამოყალიბებული უმრავლესობის რამოდენიმე წევრსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. მეტყველებს აბსოლუტურად ყველაფერზე“, – განაცხდა ირაკლი კობახიძემ.