ირაკლი კობახიძე - კონკრეტული, თავადაც ოდიოზური ევროპარლამენტარები როდესაც ხვდებიან მედიაზონდერს, მიანიშნებს, როგორია დამოკიდებულება, მათ შორის მედიის თავისუფლების მიმართ
ირაკლი კობახიძე - კონკრეტული, თავადაც ოდიოზური ევროპარლამენტარები როდესაც ხვდებიან მედიაზონდერს, მიანიშნებს, როგორია დამოკიდებულება, მათ შორის მედიის თავისუფლების მიმართ

კონკრეტული ევროპარლამენტარები, თავადაც ოდიოზური ევროპარლამენტარები როდესაც ხვდებიან მედიაზონდერს, ეს თავისთავად მიანიშნებს, როგორია დამოკიდებულება, მათ შორის მედიის თავისუფლების მიმართ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომლითაც ნიკა გვარამიას სტრასბურგში ვიზიტს გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, გვარამიას წარსული პირდაპირ უკავშირდება მედიის თავისუფლების უხეშ ხელყოფას.

„როდესაც „იმედში“ შეიჭრა სპეცრაზმი, წინა ხელისუფლება, ამის მთავარი, ასე ვთქვათ, შემფუთავი იყო ნიკა გვარამია. როდესაც ასეთ კაცს ხვდებიან ევროპარლამენტარები, მანამდე აჯილდოებენ კონკრეტული პრემიით, ეს მიანიშნებს დამოკიდებულებაზე, ასევე, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეასრულა დაკვეთა ამ შემთხვევაში. ამ დაკვეთის მთავარი არსი და მიზანი იყო საქართველოში პოლარიზაციის გაღრმავება, რაზეც იმავე ლექსმანმა კიდევ ერთხელ მიანიშნა. რა თქმა უნდა, ეს სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ ბევრს ვერაფერს დაგვაკლებს, საერთოდ ვერაფერს დაგვაკლებს. ხელისუფლება მყარად დაიცავს ამ ქვეყანაში სახელმწიფო ინტერესებს, მედიის თავისუფლებას, ყველა იმ ღირებულებას, რომელიც საქართველოში დამკვიდრდა 2012 წლიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას შეწყალებით პრეზიდენტმა გლობალური ომის პარტიის დაკვეთა შეასრულა.

ნიკა გვარამიამ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროპარლამენტის მიწვევით სტრასბურგში იმყოფება, სადაც შეხვედრებს გამართავს.