ირაკლი კობახიძე - კონკრეტული პირები გადადიან „ევროპული საქართველოდან“ სხვა პარტიაში, რომელსაც არ დავასახელებ
ირაკლი კობახიძე - კონკრეტული პირები გადადიან „ევროპული საქართველოდან“ სხვა პარტიაში, რომელსაც არ დავასახელებ

კონკრეტული პირები გადადიან „ევროპული საქართველოდან“ სხვა პარტიაში, რომელსაც არ დავასახელებ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადების პასუხად აღნიშნა, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ წევრების ნაწილმა პარტია სამეგრელოს რეგიონშიც დატოვა და მათ შეუერთდა.

„ამით ცდილობს „ევროპული საქართველო“, გადაფაროს ის პროცესები, რომელიც წარიმართება პარტიაში და ხედავთ, რომ კონკრეტული პირები გადადიან „ევროპული საქართველოდან“ სხვა პარტიაში – პარტიას არ დავასახელებ. მანიპულაციით ამის გადაფარვა ხდება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტს, მაქვს კონკრეტული მონაცემები იმის თაობაზე, კონკრეტული პირები როდის რომელ პარტიაში იყვნენ გაწევრიანებული.

ზოგიერთი მათგანი იყო ბოლომდე „რესპუბლიკელი“, ზოგიერთი „თავისუფალი დემოკრატი“. სახელები და გვარების სია შემიძლია, გადმოგცეთ. არცერთი მათგანი, არცერთი დასახელებული პირი ყოფილა „ქართული ოცნების“ წევრი. მარტივი მანიპულაციაა, რომელთან დაკავშირებითაც ბუნებრივია, გვაქვს კონკრეტული პასუხი“, – განაცხადა განაცხადა ირაკლი კობახიძემ.