ირაკლი კობახიძე - კონკრეტული ძალები ხელოვნურად ცდილობენ პოლიტიკური ვითარების პოლარიზებას, საბოლოო ჯამში, ყველაფერი გადადის ძალადობაში, რაც არის მიუღებელი და ამას სჭირდება გამოძიება
ირაკლი კობახიძე - კონკრეტული ძალები ხელოვნურად ცდილობენ პოლიტიკური ვითარების პოლარიზებას, საბოლოო ჯამში, ყველაფერი გადადის ძალადობაში, რაც არის მიუღებელი და ამას სჭირდება გამოძიება

კონკრეტული ძალები ხელოვნურად ცდილობენ პოლიტიკური ვითარების პოლარიზებას, რადიკალიზმის შემოტანას, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გადადის ძალადობაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს გამოძიებაზე.

ამასთან, კობახიძემ მოუწოდა ყველას, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რომელიც წაახალისებს ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებას.

„ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს გამოძიებაზე. ბუნებრივია, საჭიროა ყველა ფაქტის გამოძიება. რა თქმა უნდა, ძალადობა არის არასწორი, მიუღებელი და ამას სჭირდება გამოძიება. ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის ასეთი საკითხების გამოძიება. ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის მთავარია, დასრულდეს პოლარიზაცია, შემცირდეს რადიკალიზმის ხარისხი. არიან კონკრეტული ძალები, რომლებიც პირდაპირ ხელოვნურად ცდილობენ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების პოლარიზებას, ცდილობენ რადიკალიზმის შემოტანას და, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, გადადის ხოლმე ძალადობაში. ეს არის ძალიან ცუდი. მე ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რომელიც წაახალისებს ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.