ირაკლი კობახიძე - კონკრეტულ ლობისტებს საქართველოში აღარ მივცემთ მართლმსაჯულების პოლიტიზების საშუალებას, ამას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უკვე დაესვა
ირაკლი კობახიძე - კონკრეტულ ლობისტებს საქართველოში აღარ მივცემთ მართლმსაჯულების პოლიტიზების საშუალებას, ამას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უკვე დაესვა

კონკრეტულ ლობისტებს საქართველოში აღარ მივცემთ მართლმსაჯულების პოლიტიზების საშუალებას, ამას  ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უკვე დაესვა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ცაგერში განუცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობს.

კობახიძის თქმით, „ლობისტებს აქვთ თავიანთი საქმე, რაშიც იღებენ ფულს და ლობირება უნდა გაუწიონ სააკაშვილსა და სხვა კრიმინალებს“.

„კონკრეტულ კრიმინალებს, მათ შორის სააკაშვილს და არა მარტო მას, გახსოვთ რურუაზე, ოქრუაშვილზე, უგულავასა და სხვა კრიმინალებზე რა ხდებოდა, კონკრეტული ერთი და იგივე გვარები, კობისტები ჰყავთ მათ ევროპარლამენტში, ამ სტრუქტურაში, თუმცა ბუნებრივია, მათი ხმა არავითარ შემთხვევაში არ არის გადამწყვეტი. ცალკეულ ეტაპზე, სამწუხაროდ, მათი ჩარევა აღმოჩნდა წარმატებული, მოხდა მართლმსაჯულების პოლიტიზება. ერთ შემთხვევაში პრეზიდენტმა შეიწყალა კონკრეტული დამნაშავეები, სხვა შემთხვევაში, სხვა გზით მოხდა ამნისტიის კანონის გამოშვება და ა.შ. ანუ მათ ჰქონდათ წარმატებული მაგალითები მართლმსაჯულების პოლიტიზებისა ამ ქვეყანაში, თუმცა ამას ერთხელ და სამუდამოდ დაესვა წერტილი. კონკრეტულ ლობისტებს საქართველოში აღარ მივცემთ მართლმსაჯულების პოლიტიზების საშუალებას. ლობისტებს აქვთ თავისი საქმე, ისინი იღებენ ამაში ფულს და რა თქმა უნდა, ვერ გავამტყუნებთ, ფული აქვთ აღებული და ლობირება უნდა გაუწიონ სააკაშვილს, სხვა კრიმინალებს, მაგრამ რაც შეეხება მართლმსაჯულების პოლიტიზებას საქართველოში, წერტილი ერთხელ და სამუდამოდ უკვე დაესვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.