ირაკლი კობახიძე - კითხვებს მხოლოდ წარსულთან დაკავშირებით როცა სვამთ, ეს მე მიმტკიცებს რწმენას, რომ დღევანდელ დღესა და მთავრობის დღევანდელ საქმიანობაზე კითხვები არ გაქვთ
ხელისუფლებას დღეს კონკრეტული გუნდი წარმოადგენს კონკრეტული ადამიანებით, მე პირადად ვარ პასუხისმგებელი სამთავრობო გუნდზე, პირადად ვარ პასუხისმგებელი, რომ თითოეული მინისტრი, რომელიც დღეს მუშაობს მთავრობაში, იმოქმედებს კეთილსინდისიერად და მაღალი პროფესიონალიზმით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, რომელიც გუნდის ყოფილ და ახლანდელ წევრებს შორის დაპირისპირებას შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ საუბრებში მთელი ოპოზიცია ჩამოიშალა.
„ვიდრე მიდის საუბარი, ამასობაში ხელში შემოეშალათ მთელი ოპოზიცია, თავისი პარტიების ჩათვლით, იქ „ლელო“ იშლება, „ნაცმოძრაობა“ იშლება და ა.შ. დღეს, ხელისუფლებას წარმოადგენს კონკრეტული გუნდი კონკრეტული ადამიანებით, მე პირადად ვარ პასუხისმგებელი სამთავროვო გუნდზე. მე ვარ პირადად პასუხისმგებელი იმაზე, რომ თითოეული მინისტრი, რომელიც დღეს მუშაობს მთავრობაში, იმოქმედებს კეთილსინდისიერად და მაღალი პროფესიონალიზმით. პასუხისმგებელი ვარ შესაბამის საკადრო გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე. როცა კითხვებს სვამთ მხოლოდ წარსულთან დაკავშირებით, ეს მე მიმტკიცებს რწმენას იმაზე, რომ დღევანდელ დღესა და მთავრობის დღევანდელ საქმიანობაზე თქვენ კითხვები არ გაქვთ,“ – განაცხადა პრემიერმა.