ირაკლი კობახიძე - ხოშტარია და ჯაფარიძე არიან ჩვეულებრივი ბოლშევიკური მენტალიტეტით გამორჩეული ე.წ. პოლიტიკოსები, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს მათი ქმედებები
ირაკლი კობახიძე - ხოშტარია და ჯაფარიძე არიან ჩვეულებრივი ბოლშევიკური მენტალიტეტით გამორჩეული ე.წ. პოლიტიკოსები, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს მათი ქმედებები

ჯაფარიძემ და ხოშტარიამ შექმნეს ჩვეულებრივი ბოლშევიკური, ფაშისტური ვებგვერდი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ხოშტარია-ჯაფარიძისთვის დამახასიათებელია მსგავსი ქმედებები.

„ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი ბოლშევიკური მენტალიტეტით გამორჩეული, ორი ე.წ. პოლიტიკოსი. ისინი არიან ექსტრემისტები, რადიკალები, რაც მთავარია, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს მათი ქმედებები და ჩვენ ასევე ველოდებით საერთაშორისო პარტნიორებისგან ამ ბოლშევიკური ნაბიჯის სათანადო შეფასებას“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიასთან შექმნეს პლატფორმა, სადაც, ჯაფარიძის თქმით, „რუსული რეჟიმის სამსახურში მყოფი ადამიანების ვინაობა ციფრულ ფორმატში შეინახება“.