საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ზორან მილანოვიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოსა და ხორვატიას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-ხორვატიას შორის სავაჭრო ურთიერთობების დადებით დინამიკას და ამ მიმართულებით კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებს.
მხარეებმა ასევე განიხილეს სექტორული თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის, ტურიზმის, კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით.