ირაკლი კობახიძე - ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებულ აქციებს პოლიტიკური ფონი აქვს
ირაკლი კობახიძე - ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებულ აქციებს პოლიტიკური ფონი აქვს

ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებულ აქციებს პოლიტიკური ფონი აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, 10 სექტემბრიდან დაანონსებულ აქციებს „ნაციონალური მოძრაობა“ ამზადებს.

„პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ აქციას არ აქვს წარმატების პერსპექტივა. ამ საქმესთან დაკავშირებით ჭეშმარიტების დადგენის სურვილი თითოეულ ჩვენგანს აქვს, მაგრამ რაც შეეხება ამ აქციების პოლიტიკურ ფონს, ეს ყველასთვის ნათელია.

ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე ვნახეთ ნიკა გვარამიას გაფითრებული სახე და კიდევ ერთხელ ვნახავთ ამ სახეს უახლოეს მომავალში. ჩვენთვის მთავარია ჭეშმარიტების დადგენა, მაგრამ აშკარად არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის ჭეშმარიტების დადგენას. ამის მიუხედავად, გვაქვს იმედი, რომ გამოძიების კვალდაკვალ მაინც მოხერხდება ამ საქმეზე სრულად ნათელის მოფენა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.