ირაკლი კობახიძე - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, შესაძლო სამოხელეო დანაშაულის შესახებ რეკომენდაცია პარლამენტის დადგენილებაში აისახა და აღსრულება სჭირდება
ირაკლი კობახიძე - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, შესაძლო სამოხელეო დანაშაულის შესახებ რეკომენდაცია პარლამენტის დადგენილებაში აისახა და აღსრულება სჭირდება

უნდა შედგეს დისკუსია აღმასრულებელი ხელისუფლების და პროკურატურის წარმომადგენლებთან, თუ რა ეტაპზეა საკითხის შესწავლა, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს სამოხელეო დანაშაულს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შესაძლო სამოხელეო დანაშაულის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, შესაძლო სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებული რეკომენდაცია პარლამენტის მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში აისახა, რომელსაც აღსრულება სჭირდება.

„პარლამენტმა დადგენილება მიიღო და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისგან, შსს-გან და პროკურატურისგან, შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტების შესწავლა მოითხოვა. საუბარია სამოხელეო გადაცდომებზე თუ დანაშაულებზე. ეს ჩვენი მოთხოვნაა და ამასთან დაკავშირებით პასუხს ველოდებით.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ საპარლამენტო ფორმატში ამ საკითხზე მსჯელობის საშუალება აღმასრულებელი ხელისუფლების და პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად გვექნება. იმიტომ, რომ ეს არის რეკომენდაცია, რომელიც საპარლამენტო დადგენილებაში ჩაიდო. საპარლამენტო დადგენილებას აღსრულება სჭირდება და ამ აღსრულების ერთ-ერთი მექანიზმი არის ის, რომ უნდა შედგეს დისკუსია აღმასრულებელი ხელისუფლების და პროკურატურის წარმომადგენლებთან, იმასთან დაკავშირებით, თუ რა ეტაპზეა საკითხის შესწავლა, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს სამოხელეო დანაშაულს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.