ირაკლი კობახიძე - ხელოვანთა მხარდაჭერისთვის შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში 30 მილიონი ლარი გვექნება გათვალისწინებული
ხელოვანთა მხარდაჭერისთვის შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში 30 მილიონი ლარი გვექნება გათვალისწინებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გასული წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი სამუშაო იქნა გაწეული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში.
„ამ მიმართულებით დაახლოებით 130 მილიონი ლარის ინვესტიცია არის გათვალისწინებული მომდევნო ოთხი წლისთვის. ხელოვანთა მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვსაუბრობ მხოლოდ პრიორიტეტულ საკითხებზე და შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, საშუალოდ, 30 მილიონი ლარი გვექნება გათვალისწინებული სპეციალურად ხელოვანთა მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.