ირაკლი კობახიძე - ხანდახან საჭიროა, ყველაფერს დაარქვა თავისი სახელი და ამ სამარცხვინო ოპოზიციას უნდა დაერქვას საკუთარი სახელი, რაც კიდევ ერთხელ მოგვიწია გუშინ
ირაკლი კობახიძე - ხანდახან საჭიროა, ყველაფერს დაარქვა თავისი სახელი და ამ სამარცხვინო ოპოზიციას უნდა დაერქვას საკუთარი სახელი, რაც კიდევ ერთხელ მოგვიწია გუშინ

იმ ვითარებაში, როდესაც „შულავერის კომიტეტი“ ცდილობს, ქვეყანაში არეულობა, უბედურება და ა.შ. დაგეგმოს, ჩვენ პირველ რიგში უნდა გავცეთ ამ გეგმებს, ეს გააკეთა გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა და ეს გავაკეთეთ ჩვენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ ყველაფერს საკუთარი სახელი დაარქვა.

„ირაკლი ღარიბაშვილმა საუბარი დაიწყო ევროკავშირის თემით, საუბრობდა იმაზე, რომ აღიარებული იქნება ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, რაც იყო კარგი და მნიშვნელოვანი. ჩაეჭრა მას რადიკალური ოპოზიცია და არ აძლევდნენ სიტყვის გაგრძელების საშუალებას. ამ რეჟიმში ცდილობდნენ, გაეგრძელებინათ სხდომა, რისი საშუალებაც არ მიეცათ. ზოგადად, ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ხალხს ვესაუბროთ არა იმ თემებზე, რაზეც ყველას გვიწევდა საუბარი, არამედ ვისაუბროთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, ეს იქნებოდა უკეთესი სასაუბრო თემები, მაგრამ იმ ვითარებაში, როდესაც „შულავერის კომიტეტი“ ცდილობს, ქვეყანაში არეულობა, უბედურება და ა.შ. დაგეგმოს, ჩვენ პირველ რიგში უნდა გავცეთ ამ გეგმებს, ეს გააკეთა გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა და ეს გავაკეთეთ ჩვენ. სად იყო შეურაცხმყოფელი ლექსიკა, გიჟებივით, სამარცხვინოდ იქცეოდნენ ეს ადამიანები. აქედან გამომდინარე, ყველაფერს უნდა დაერქვას საკუთარი სახელი. როდესაც ასეთი სახით აჩვენებს საკუთარ თავს ოპოზიცია, მათ უნდა დაერქვათ სახელი. ეს სჭირდება იმას, რომ საზოგადოებამ საბოლოო ჯამში სწორად გაიაზროს, სად ვართ დღეს და ვინ, ვინ არის. გახსოვთ, საპრეზიდენტოს კამპანია როდესაც წარმოებდა, სალომე ზურაბიშვილი შერაცხეს მოღალატედ, დღეს განსხვავებული მესიჯი აქვთ. თვე-ნახევარი ეძახდნენ მოღალატეს, რაზეც არ უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა და მიიღო 38 პროცენტი, მეორე ტურში, როდესაც საკუთარი სახელი დავარქვით „ნაცმოძრაობას“, სალომე ზურაბიშვილმა აიღო 60 პროცენტი. ხანდახან საჭიროა, ყველაფერს დაარქვა საკუთარი სახელი და ამ სამარცხვინო ოპოზიციას უნდა დაერქვას საკუთარი სახელი, რაც კიდევ ერთხელ მოგვიწია გუშინ“, – განაცხადა კობახიძემ.

გუშინ პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ყოველწლიური მოსმენა გაიმართა, რომელიც ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

დატოვე კომენტარი