ირაკლი კობახიძე კელი დეგნანზე შესაძლო ფარული თვალთვალისა და მიყურადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს
ირაკლი კობახიძე კელი დეგნანზე შესაძლო ფარული თვალთვალისა და მიყურადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ინფორმაცია, რომ ამერიკის ელჩზე, კელი დეგნანზე ფარული თვალთვალი და მიყურადება ხორციელდება, ტყუილია.

ჟურნალისტების კითხვაზე, არსებობს დოკუმენტები, რომ ამერიკის ელჩზე, კელი დეგნანზე ფარული თვალთვალი და მიყურადება ხორციელდება, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის ტყუილი.

„ტყუილია, ტყუილი, მე ვიცი, რომ ტყუილია“, – აღნიშნა კობახიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩზე, კელი დეგნანზე შესაძლოა, ფარული თვალთვალი და მიყურადება ხორციელდებოდეს.