ირაკლი კობახიძე – კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომ დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს, ათიათასობით ფაილი და სხვა მასალა იყო კასრებში, რომელიც ასახავდა პირად ცხოვრებას, წამების სხვადასხვა ფორმას

13:34, 13.07.2026

ათიათასობით ფაილი, კომპაქტდისკი და სხვა ტიპის მასალა იყო შენახული კასრებში, რომელიც ასახავდა ადამიანების პირად ცხოვრებას და უფრო მეტიც, ასახავდა წამებას და წამების სხვადასხვა ფორმას. ასეთ დროს ასე უტიფრად როცა ცდილობ ამ ყველაფრის გამართლებას, ამას ვერავითარი გამართლება და ახსნა ვერ ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც შეეხებოდა გია ბარამიძის მიერ „კასრების საქმეზე“ გაკეთებულ კომენტარს, რომ კასრებში იარაღი ინახებოდა.

კობახიძის თქმით, ასეთ უტიფარ განცხადებას ვერავითარი ახსნა ვერ ექნება.

„კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომ დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს. რაც შეეხება ასეთ უტიფარ განცხადებებს, მგონი, განსაკუთრებული კომენტარი არ სჭირდება. ყველამ იცის, რომ ათიათასობით ფაილი, კომპაქტდისკი და სხვა ტიპის მასალა იყო შენახული კასრებში, რომელიც ასახავდა ადამიანების პირად ცხოვრებას და უფრო მეტიც, ასახავდა წამებას და წამების სხვადასხვა ფორმას. ასეთ დროს ასე უტიფრად როცა ცდილობ ამ ყველაფრის გამართლებას, რა თქმა უნდა, ამას ვერავითარი გამართლება და ვერც ახსნა ვერ ექნება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი