ირაკლი კობახიძე – კარგია, რომ აშშ ზრუნავს უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე, რასაც ვამტკიცებდით, რასაც ჩვენი ოპონენტები და აგენტურა უწოდებდნენ რუსულ კანონს, აღმოჩნდა, რომ ყოფილა დემოკრატიის ფუნდამენტი
გასული წლების განმავლობაში რასაც ვამტკიცებდით და რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და უცხოური აგენტურა უწოდებდნენ რუსულ კანონს, აღმოჩნდა, რომ ყოფილა დემოკრატიის ფუნდამენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა აშშ-ის კანონმდებლობის შესახებ კომენტირებისას, რომელიც ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, გამჭვირვალობა უნდა გაძლიერდეს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში.
„გამჭვირვალობა არის დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი. ძალიან კარგია, რომ აშშ ზრუნავს უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე. ჩვენ რასაც ვამტკიცებდით გასული წლების განმავლობაში და რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და უცხოური აგენტურა უწოდებდნენ რუსულ კანონს, აღმოჩნდა, რომ ის ყოფილა დემოკრატიის ფუნდამენტი. რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა არის აუცილებლად დემოკრატიის ფუნდამენტი და გამჭვირვალობა უნდა გაძლიერდეს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში. ამაზე სეროზულად ვიზრუნეთ საქართველოში, რამაც თავისი შედეგები გამოიღო. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენთვის, რომ ნებისმიერი უცხოური პოლიტიკური გავლენა წარიმართოს გამჭვირვალედ“, – განაცხადა პრემიერმა.