ირაკლი კობახიძე – კაპიტან მოჰამედ ჯუმა ალ შამისისთან ნაყოფიერი დისკუსია საზღვაო თანამშრომლობის გაღრმავებაზე გავმართეთ, დარწმუნებული ვარ, ამ სექტორებში თანამშრომლობა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს

18:00, 27.01.2025

კაპიტან მოჰამედ ჯუმა ალ შამისისთან ნაყოფიერი დისკუსია გავმართეთ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის საზღვაო და ლოგისტიკური თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ამ სექტორებში ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მომავალში კვლავ გაფართოვდება და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს.

„აბუ დაბიში ვიზიტის ფარგლებში შევხვდი კაპიტან მოჰამედ ჯუმა ალ შამისის და ნაყოფიერი დისკუსია გავმართეთ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის საზღვაო და ლოგისტიკური თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე.

განვიხილეთ პარტნიორობის განმტკიცების გზები, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე ევროპასა და აზიას შორის, როგორც რეგიონული დისტრიბუციის იდეალურ ჰაბზე და ვაჭრობის ფართო ქსელებთან მნიშვნელოვან კავშირზე. დარწმუნებული ვარ,  ამ სექტორებში ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კვლავ გაფართოვდება და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს“, – აღნიშნავს პრემიერი.

მსგავსი