ირაკლი კობახიძე - კანონპროექტებთან დაკავშირებით თემა დახურულია, ყველაფერი გაიგზავნა ვენეციის კომისიაში და მათი დასკვნის შემდეგ გაგრძელდება განხილვა
ირაკლი კობახიძე - კანონპროექტებთან დაკავშირებით თემა დახურულია, ყველაფერი გაიგზავნა ვენეციის კომისიაში და მათი დასკვნის შემდეგ გაგრძელდება განხილვა

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომ ის მმართველი გუნდის მიერ ბოლო პერიოდში ინიცირებულ კანონპროექტებს არ ეთანხმება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა.

მისი თქმით, მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტები ვენეციის კომისიაში უკვე გაიგზავნა და მათი განხილვა მხოლოდ კომისიის დასკვნის შემდეგ გაგრძელდება.

კობახიძე ასევე გამოეხმაურა საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევებთან დაკავშირებით კელი დეგნანის განცხადებას.

„რაც შეეხება კანონპროექტებს, ხედავთ, ამასთან დაკავშირებით რომ თემა დახურულია. ყველაფერი გაიგზავნა ვენეციის კომისიაში. დასკვნას დაველოდებით და ამის შემდეგ გაგრძელდება კანონპროექტების განხილვა-მიღება მეორე და მესამე მოსმენით.

რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნებთან დაკავშირებით გვაქვს აბსოლუტურად არგუმენტი ყველა თემასთან დაკავშირებით. ჩვენ ფაქტებით ვსაუბრობთ. მზად ვართ, რომ ყველასთან, მათ შორის ელჩებთან ვისაუბროთ ამ ფაქტებით. ეს კონსულტაციებიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ეს ჩვენთვის პრინციპის და ღირსების საკითხია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.