ირაკლი კობახიძე - კახეთში, ისევე როგორც ყველა რეგიონში, რვავე მუნიციპალიტეტში შთამბეჭდავად გავიმარჯვებთ, ასევე ყველა საკრებულოში დიდი უპირატესობით დავაკომპლექტებთ უმრავლესობას
ირაკლი კობახიძე - კახეთში, ისევე როგორც ყველა რეგიონში, რვავე მუნიციპალიტეტში შთამბეჭდავად გავიმარჯვებთ, ასევე ყველა საკრებულოში დიდი უპირატესობით დავაკომპლექტებთ უმრავლესობას

კახეთში, ისევე როგორც ყველა რეგიონში, გავიმარჯვებთ შთამბეჭდავად რვავე მუნიციპალიტეტში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი ყველა საკრებულოში დიდი უპირატესობით დააკომპლექტებს უმრავლესობას.

„„ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი გაიმარჯვებს რვავე მუნიციპალიტეტში. ზოგ მუნიციპალიტეტში უკვე მოგებული აქვთ, ესეც ცალკე თემაა. რვიდან, თუ არ ვცდები, ოთხი მუნიციპალიტეტია კახეთში, სადაც წინასწარ აქვს მოგებული ჩვენს მერობის კანდიდატს და დანარჩენ ოთხში პირველ ტურში მოვიგებთ ძალიან დიდი ანგარიშით. ასევე, ყველა საკრებულოში დიდი უპირატესობით დავაკომპლექტებთ უმრავლესობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.