ირაკლი კობახიძე - იყო სასჯელი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს დაეკისრათ 2019 წელს და ეს სასჯელი მოიხსნა ცალმხრივად, რა საფასურზე შეიძლება, იყოს აქ საუბარი
ირაკლი კობახიძე - იყო სასჯელი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს დაეკისრათ 2019 წელს და ეს სასჯელი მოიხსნა ცალმხრივად, რა საფასურზე შეიძლება, იყოს აქ საუბარი

ვერავითარი საფასური ჩვენი მხრიდან ვერაფერთან დაკავშირებით ვერ იქნება გადახდილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელის დეგნანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს კელი დეგნანის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „მნიშვნელოვანი კითხვაა, რატომ უკეთებს პუტინი შეთავაზებებს საქართველოს ახლა, რადგან პუტინი არაფერს იძლევა საფასურის გარეშე“.

„იყო სასჯელი, რომელიც დაეკისრათ საქართველოს მოქალაქეებს 2019 წელს და ეს სასჯელი მოიხსნა ცალმხრივად. რა საფასურზე შეიძლება, იყოს აქ საუბარი, რა თქმა უნდა აბსოლუტურად გაუგებარია. ამიტომ, მეტ სიღრმეში არ მინდა, შევიდე, თორემ სხვანაირი კომენტარებიც შეიძლება, გაკეთდეს ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, როდესაც საუბარია სასჯელის ცალმხრივად მოხსნაზე, აქ რა საფასურზე შეიძლება, იყოს საუბარი, აბსოლუტურად გაუგებარია“, – განაცხადა კობახიძემ.