ირაკლი კობახიძე - იურიდიული პირების მხრიდან პარტიების დაფინანსების აკრძალვა იყო ვენეციის კომისიის მოთხოვნა, ამ საკითხზე აჟიოტაჟის შექმნა არის აბსოლუტურად ხელოვნური პრობლემა
ირაკლი კობახიძე - იურიდიული პირების მხრიდან პარტიების დაფინანსების აკრძალვა იყო ვენეციის კომისიის მოთხოვნა, ამ საკითხზე აჟიოტაჟის შექმნა არის აბსოლუტურად ხელოვნური პრობლემა

იურიდიული პირების წილი პარტიების დაფინანსებაში არის სამი-ოთხი პროცენტი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, იურიდიული პირების მხრიდან პარტიების დაფინანსების აკრძალვის კანონპროექტზე აჟიოტაჟი არის ხელოვნური.

„რაც შეეხება იურიდიული პირების მხრიდან პარტიების დაფინანსების აკრძალვას, ჩვენ არავითარი პოლიტიკური ინტერესი ამ მიმართულებით არ გვქონდა. იურიდიული პირების წილი პარტიების დაფინანსებაში, რეალურად, დღესაც არის სადღაც სამი-ოთხი პროცენტი. ეს არ არის პოლიტიკურად სენსიტიური საკითხი, თუმცა ოპოზიცია აქაც ახერხებს სპეკულირებას. ეს იყო ვენეციის კომისიის მოთხოვნა, რომელსაც, უბრალოდ, ვასრულებთ. შესაბამისად, ამ საკითხის გარშემო პოლიტიკური აჟიოტაჟის შექმნა არის აბსოლუტურად ხელოვნური პრობლემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.