ირაკლი კობახიძე – იუნესკო-ს გენერალურ დირექტორთან განვიხილეთ საქართველოს და იუნესკო-ს მრავალწლიანი თანამშრომლობა, ყურადღება დავუთმეთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იუნესკო-ს გენერალურ დირექტორთან, ხალედ ელ-ენანისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და იუნესკო-ს მრავალწლიანი თანამშრომლობა.
„მოხარული ვარ იუნესკო-ს გენერალურ დირექტორთან, ხალედ ელ-ენანისთან შეხვედრით. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და იუნესკო-ს მრავალწლიანი თანამშრომლობა. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას, საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
Pleased to meet with @UNESCO_DG Khaled El-Enany. We discussed the longstanding cooperation between 🇬🇪 and UNESCO, with a focus on further strengthening our partnership in preserving and promoting Georgia’s rich cultural heritage. https://t.co/dtGmklwsVe
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) October 16, 2026