ირაკლი კობახიძე - ირაკლი ქარსელაძე არის საუკეთესო გარანტი, რომ მომავალში დიდი წარმატებით გაგრძელდება მასშტაბური პროექტების განხორციელება
ირაკლი ქარსელაძე არის საუკეთესო გარანტი, რომ მომავალში ძალიან დიდი წარმატებით გაგრძელდება მასშტაბური პროექტების განხორციელება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, განხორციელდა პროექტები ქვეყანაში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით.
„ირაკლი ქარსელაძის მიერ განხორციელდა უზარმაზარი პროექტები. წარმოუდგენელია იმ პროექტის მასშტაბები, რომლებიც განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით. ირაკლი ქარსელაძეც არის საუკეთესო გარანტი, რომ მომავალში ძალიან დიდი წარმატებით გაგრძელდება ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.