ირაკლი კობახიძე - იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილს კონსილიუმიც მოუწოდებს სათანადო კალორაჟის საკვების მიღებისკენ
ირაკლი კობახიძე - იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილს კონსილიუმიც მოუწოდებს სათანადო კალორაჟის საკვების მიღებისკენ

იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილს კონსილიუმიც მოუწოდებს სათანადო კალორაჟის საკვების მიღებისკენ. ოჯახს უნდა მოვუწოდოთ, რომ სააკაშვილს სათანადო კალორაჟი შეუტანოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, „სამარცხვინო და გამაოგნებელია, რომ ოჯახიც არის ჩართული სააკაშვილის თვითდაზიანების პროცესში“.

„ჩვენი მოწოდებაა, თვითდაზიანებას შეეშვან და ოჯახის წევრს სათანადო კალორაჟის საკვები მიაწოდონ. რაც შეეხება სტრასბურგს, სარჩელის შეტანას ვერ ბედავენ, რადგან შედეგი წინასწარ იციან, რაც არის ის, რომ სტრასბურგი მათ სარჩელს ვერ და არ დააკმაყოფილებს, რადგან სიმართლე მათ მხარეს არ არის. სიმართლეა ის, რომ სისტემა პატიმარზე სათანადოდ ზრუნავს, პატიმარი კი თვითდაზიანებას თავად ახორციელებს“, – განაცხადა კობახიძემ.