ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, ილია თოფურიას დღესვე გადაეცემა ღირსების ორდენი, თუ ვინმე იმსახურებს ამ გამორჩეულ ჯილდოს, არის სწორედ ილია თოფურია
ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, ილია თოფურიას დღესვე გადაეცემა ღირსების ორდენი, თუ ვინმე იმსახურებს ამ გამორჩეულ ჯილდოს, არის სწორედ ილია თოფურია

იმედი გვაქვს, დღესვე გადაეცემა ილია თოფურიას ღირსების ორდენი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ილია თოფურია იმსახურებს ღირსების ორდენს. თუ ვინმე იმსახურებს ამ გამორჩეულ ჯილდოს, არის სწორედ ილია თოფურია. შესაბამისად, მე და პარლამენტის თავმჯდომარემ მივმართეთ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრეზიდენტს ღირსების ორდენის გაცემასთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, დღესვე გადაეცემა ილია თოფურიას ღირსების ორდენი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, სადაც აღნიშნულია, რომ „სალომე ზურაბიშვილი მიესალმება და ეთანხმება პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას ილია თოფურიას ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ“.

UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოწვევით 18 მარტს ჩამოვიდა.