ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებენ
ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებენ

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნავს, რომ იმედი აქვს, სამივე ქვეყანასთან – უკრაინასთან, საქართველოსა და მოლდოვასთან მიმართებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„სამწუხაროდ, ბოლო დროს გაკეთებული იყო რამდენიმე არცთუ დადებითი განცხადება ევროპელი ლიდერების მხრიდან და მით უმეტეს, კონსენსუსია საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად. ეს ცოტა გვაშფოთებს, თუმცა საბოლოოდ, იმედი გვაქვს, რომ სამივე ქვეყანასთან მიმართებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და სამივე ქვეყანა – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებენ. ამის პერსპექტივა არის ძალიან კარგი და შესაბამისად, ჩვენ ამის იმედი უნდა დავიტოვოთ“, – აღნიშნა კობახიძემ.

ევროკავშირის მხარეს დღეს საქართველო კითხვარის პირველ ნაწილს გადასცემს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მეორე ნაწილის შევსებაზე.