ირაკლი კობახიძე - იენს სტოლტენბერგთან ბრიუსელში უკვე გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრა, დისკუსიები, მათ შორის ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავაღრმაოთ ურთიერთობები
ირაკლი კობახიძე - იენს სტოლტენბერგთან ბრიუსელში უკვე გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრა, დისკუსიები, მათ შორის ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავაღრმაოთ ურთიერთობები

ბუნებრივია, ნებისმიერი ახალი შესაძლებლობა იქნება გამოყენებული, რათა ვისაუბროთ ურთიერთობების გაღრმავებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, იენს სტოლტენბერგთან ბრიუსელში გაიმართა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და დისკუსიები, მათ შორის ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში.

„იენს სტოლტენბერგს რაც შეეხება, ჩვენ ბრიუსელში უკვე გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, დისკუსიები, მათ შორის ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავაღრმაოთ ურთიერთობები. ბუნებრივია, ნებისმიერი ახალი შესაძლებლობა იქნება გამოყენებული, რათა ვისაუბროთ ურთიერთობების გაღრმავებაზე“, – განაცხადა პრემიერმა.