ირაკლი კობახიძე – გვქონდა რამდენიმე კომუნიკაცია, მათ შორის, კომუნიკაცია მქონდა რუბიოსთან, ეს გვინარჩუნებს რწმენას, რომ შესაძლებელია ურთიერთობების გადატვირთვა, მშვიდად დაველოდოთ მოვლენების განვითარებას 

12:43, 25.05.2026

გვქონდა რამდენიმე კომუნიკაცია, მათ შორის, მე მქონდა კომუნიკაცია ბატონ რუბიოსთან და ეს ყველაფერი გვინარჩუნებს რწმენას იმისა, რომ შესაძლებელია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიცია ნერვიულობს დადებით ტენდენციებზე.

„ჩვენ თავს ვგრძნობთ ძალიან მყარად, გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერა. რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, რაზეც ძალიან ნერვიულობს ჩვენი ოპოზიცია, გვქონდა რამდენიმე კომუნიკაცია, მათ შორის, მე მქონდა კომუნიკაცია ბატონ რუბიოსთან და ეს ყველაფერი გვინარჩუნებს რწმენას იმისა, რომ შესაძლებელია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, დანარჩენი, დაველოდოთ მშვიდად მოვლენების განვითარებას. ოპოზიცია ნერვიულობს დადებით ტენდენციებზე. ჩვენ გვიხარია დადებითი ტენდენციები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი