ირაკლი კობახიძე - გვჭირდება უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ, ბუნებრივია, მომავალშიც გავაგრძელებთ ამ კუთხით ნაბიჯების გადადგმას
ირაკლი კობახიძე - გვჭირდება უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ, ბუნებრივია, მომავალშიც გავაგრძელებთ ამ კუთხით ნაბიჯების გადადგმას

ყველა მიმართულებით გვჭირდება უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ. ბუნებრივია, მომავალშიც გავაგრძელებთ ამ კუთხით ნაბიჯების გადადგმას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ბოლო სამ თვეში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიეცა 57 პირი, შარშან, ამავე პერიოდში ამ ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა მხოლოდ 2 პირი.

„ბოლო სამ თვეში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიეცა 57 პირი. სტატისტიკა რომ ავიღოთ, შარშან, ამავე პერიოდში ამ ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა მხოლოდ ორი პირი. ორი პირი შარშან ამავე პერიოდში,  წელს – 57. ჩვენ აქაც გვჭირდებოდა გადამჭრელი ზომების მიღება და ის სტატისტიკა, რომელიც წარმოგიდგინეთ, სწორედ ამის გამოხატულებაა. ყველა მიმართულებით გვჭირდება უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ. ბუნებრივია, მომავალშიც გავაგრძელებთ ამ კუთხით ნაბიჯების გადადგმას“, – განაცხადა პრემიერმა.