ირაკლი კობახიძე - გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ 31 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების თარიღს საფრთხე არ შეექნება
ირაკლი კობახიძე - გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ 31 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების თარიღს საფრთხე არ შეექნება

ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ 31 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების თარიღს საფრთხე არ შეექნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, წინასწარ იქნება პრევენციული ზომები მიღებული და ოპტიმიზმის საფუძველი არის ძალიან მაღალი, რომ თარიღს არანაირი საფრთხე არ შეექმნება.

„ჩვენ ვიღებთ ზომებს, რათა განსაკუთრებულად მოვემზადოთ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, შესაბამისად იქნება მომზადებული თითოეული საარჩევნო უბანი, იქნება შესაბამისი პრევენციული ზომები მიღებული. ამასთან დაკავშირებით გვექნება კონსულტაციები ყველა იმ სუბიექტთან, რომელიც არის ჩართული არჩევნების მონიტორინგში, არჩევნების დაკვირვებაში და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებებს ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.