ირაკლი კობახიძე გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

21:57, 04.02.2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თეატრისა და კინოს მსახიობის, გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს სახალხო არტისტის, გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო. მან დაუვიწყარი კვალი დატოვა ქართული თეატრისა და კინოს ისტორიაში. ​ვიზიარებ მისი ოჯახისა და შემოქმედების თაყვანისმცემელთა მწუხარებას“, – წერს ირაკლი კობახიძე.

თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

მსგავსი