ირაკლი კობახიძე - გუნდის განახლება პრინციპული ამოცანაა, გვაქვს რესურსი, დეპუტატობის 20-25 ახალი კანდიდატი წარვუდგინოთ საზოგადოებას
ირაკლი კობახიძე - გუნდის განახლება პრინციპული ამოცანაა, გვაქვს რესურსი, დეპუტატობის 20-25 ახალი კანდიდატი წარვუდგინოთ საზოგადოებას

გუნდის განახლება პრინციპული ამოცანაა და ეს მიზანი აუცილებლად მიიღწევა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა გასულ წელს დაიწყო.

„შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის წინაშე განახლებული გუნდით წარვდგებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სათანადო მხარდაჭერა მოვიპოვოთ მოსახლეობაში. ეს იქნება ჩვენი წარმატების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიციას საარჩევნოდ მუდმივად ერთი და იგივე სახეები ჰყავს.

„ხედავთ, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს განახლება. ისინი მუდმივად ერთი და იმავე სახეებით წარდგებიან ხოლმე არჩევნებზე. ჩვენ განახლების რესურსი გვაქვს და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. გვაქვს რესურსი, რომ  დეპუტატობის 20-25 ახალი კანდიდატი მაინც წარვადგინოთ საზოგადოების წინაშე. ეს არის ალბათ ის მინიმუმი, რაზეც აქცენტი უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.