ირაკლი კობახიძე - ჩემთვის პატივი იყო გაერო-ში მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრა, გლობალური პარტნიორობის განმტკიცება საქართველოსთვის კვლავ უმთავრესი პრიორიტეტია
ჩემთვის პატივი იყო გაერო-ში მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრა და თანამშრომლობის გაფართოების შესახებ მათთან ნაყოფიერი საუბარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
კობახიძე ღნიშნავს, რომ გლობალური პარტნიორობის განმტკიცება საქართველოსთვის კვლავ უმთავრესი პრიორიტეტია.
„ჩვენ ვაფასებთ თანამშრომლობას და მადლიერები ვართ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის. მოუთმენლად ველოდებით მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ჩვენი ერების საკეთილდღეოდ“, – წერს ირაკლი კობახიძე.