ირაკლი კობახიძე – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კოლუმბიაში დამანგრეველი მიწისძვრის გამო, ვუსამძიმრებთ კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს

11:10, 11.08.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კოლუმბიაში მომხდარ მიწისძვრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

მთავრობის მეთაური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კოლუმბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო და ვუსამძიმრებთ კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლებისკენაა მიმართული. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა 10 აგვისტოს მოხდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაიღუპა 132 ადამიანი.

მსგავსი