ირაკლი კობახიძე – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში მატარებლების შეჯახების გამო, რომელსაც მრავალი უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა, ამ მძიმე წუთებში საქართველო ესპანეთის გვერდით დგას
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ტოლედოსთან ახლოს მატარებლების ტრაგიკული შეჯახების გამო, რომელსაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველო ამ მძიმე წუთებში ესპანეთის გვერდით დგას.
„ჩვენი ფიქრები და ლოცვები იმ ოჯახებისკენაა მიმართული, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს. ყველა დაშავებულს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ამ მძიმე წუთებში საქართველო ესპანეთის გვერდით დგას“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
ცნობისთვის, ესპანეთში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა, 179 კი დაშავდა.
Deeply saddened by the tragic train collision near Toledo, which has taken so many innocent lives. Our thoughts and prayers are with the families who lost their loved ones. We wish a swift and full recovery to all those injured. Georgia stands with Spain in this time of grief.
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) October 28, 2026