ირაკლი კობახიძე - ღირსების ორდენზე წარდგენილი არიან 26 ფეხბურთელი, სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები
ირაკლი კობახიძე - ღირსების ორდენზე წარდგენილი არიან 26 ფეხბურთელი, სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ღირსების ორდენზე წარდგენილები იქნებიან ფეხბურთელები, რომლებიც მატჩისთვის იყვნენ გამოძახებულები, ასევე სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთის ფედერაცია.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, რომელიც იყო გამოძახებული ფინალური მატჩებისთვის. ვულოცავ თითოეულ მათგან ღირსების ორდენს. ასევე, მთლიანად სამწვრთნელო შტაბი იქნება წარდგენილი ღირსების ორდენზე და ფედერაციის ხელმძღვანელობა. ესენი არიან ნამდვილად ღირსეული ადამიანები. ეს არის ერთგვარი მინიმალური დაფასება, რომელიც შეიძლება, მიიღონ ქვეყნისგან და სახელმწიფოსგან. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას. წინ გველოდება კიდევ დიდი წარმატებები. ევროპის ჩემპიონატზე ვუსურვებ წარმატებებს ჩვენს ნაკრებს“, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს.