ირაკლი კობახიძე - გათვალისწინებულია ყველა პრინციპული რეკომენდაცია, რომელიც იყო წარმოდგენილი ეუთო/ოდირის მხრიდან
ირაკლი კობახიძე - გათვალისწინებულია ყველა პრინციპული რეკომენდაცია, რომელიც იყო წარმოდგენილი ეუთო/ოდირის მხრიდან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ გათვალისწინებულია ყველა პრინციპული რეკომენდაცია, რომელიც იყო წარმოდგენილი ეუთო/ოდირის მხრიდან.

როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, „საარჩევნო კოდექსში“ ასახულია ეუთო/ოდირის რეკომენდაციები და მმართველი გუნდი 27 რეკომენდაციას გულმოდგინედ გაეცნო.

„სწორედ ამის საფუძველზე იქნა შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტი. ალბათ, საკომიტეტო მოსმენებს აკვირდებოდით და ნახავდით, რომ შენიშვნები გამოთქმული არ იყო. მიზეზია ის, რომ ერთი წელი დავუთმეთ დოკუმენტის განხილვას. გათვალისწინებულია ყველა პრინციპული რეკომენდაცია, რომელიც იყო წარმოდგენილი ეუთო/ოდირის მხრიდან. აქედან გამომდინარე, ეს პაკეტი უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტი იმ საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად, რომელიც რამდენიმე დღის წინ დავამტკიცეთ. მთლიანობაში გაუმჯობესდა საარჩევნო კანონმდებლობა და საარჩევნო სისტემა. გვაქვს, არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსი“ მესამე მოსმენით დაამტკიცა.

დატოვე კომენტარი