ირაკლი კობახიძე - გასული სამი წელი იყო ძალიან რთული, ამის მიუხედავად, მთავრობის გუნდმა პრობლემების წარმატებით გადაჭრა შეძლო, შესაბამისად, ამ გუნდთან მუშაობისთვის მაქსიმალურად მომართული ვარ
ირაკლი კობახიძე - გასული სამი წელი იყო ძალიან რთული, ამის მიუხედავად, მთავრობის გუნდმა პრობლემების წარმატებით გადაჭრა შეძლო, შესაბამისად, ამ გუნდთან მუშაობისთვის მაქსიმალურად მომართული ვარ

საქართველოს მთავრობა შედგება ღირსეული, პატრიოტი ადამიანებისგან. მე თავიდან ბოლომდე მომართული ვარ იქითკენ, რომ ვიმუშაო იმ გუნდთან ერთად, რომელიც დღეს დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის მიერ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მთავრობის დღევანდელმა გუნდმა შეძლო პრობლემების წარმატებით გადაჭრა.

„თითოეული წევრი, რომელიც იყო წარმოდგენილი სამთავრობო გუნდში, არის პროფესიონალი, ღირსეული ადამიანი და გამოცდილება აქვს მიღებული ამ წლების განმავლობაში. გასული სამი წელი იყო ძალიან რთული და ამ სირთულის მიუხედავად, ამ გუნდმა შეძლო პრობლემების წარმატებით გადაჭრა, შესაბამისად, მე მაქსიმალურად მომართული ვარ ამ გუნდთან ერთად მუშაობისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.