ირაკლი კობახიძე - გასაკვირი არ იყო, რომ გართულება, რაც შეიქმნა მძიმე პროვოკაციის შემდეგ, ლარის კურსის კუთხითაც გამოიწვევდა შესაბამის შედეგებს
ირაკლი კობახიძე - გასაკვირი არ იყო, რომ გართულება, რაც შეიქმნა მძიმე პროვოკაციის შემდეგ, ლარის კურსის კუთხითაც გამოიწვევდა შესაბამის შედეგებს

გასაკვირი არ იყო, რომ ეს გართულება, რაც შეიქმნა ამ მძიმე პროვოკაციის შემდეგ, ლარის კურსის კუთხითაც გამოიწვევდა შესაბამის შედეგებს, – ამის შესახებ დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ლარის კურსი დასტაბილურდეს.

„გახსოვთ რამდენად მძიმე იყო 2008 წლის ომის შედეგები და რამ გამოგვიყვანა ჩვენ მძიმე მდგომარეობიდან, ეს იყო ოთხ ნახევარი მილიარდი დოლარი დახმარება, რომელიც გამოგვიყვეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ომის შემდეგ. ეს იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების და არა ხელისუფლების ძალისხმევა, რამაც შეაძლებინა ჩვენს ქვეყანას გამოსულიყო ეკონომიკური კრიზისიდან. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, გასაკვირი არ იყო, რომ ეს გართულება რაც შეიქმნა ამ მძიმე პროვოკაციის შემდეგ, გამოიწვევდა შესაბამის შედეგებს ლარის კურსის კუთხითაც. ჩვენ პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ პროცესებს და ამოცანა უნდა იყოს, რომ დავუბრუნდეთ იმ სტატუსკვოს, რომელიც ერთი თვის წინ გვქონდა. ეს თავისთავად აისახება დადებითად ლარის კურსზეც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.