ირაკლი კობახიძე - განსაკუთრებული მადლობა დედა-ეკლესიას, პატრიარქს და თითოეულ სასულიერო პირს, რომელთა ღვაწლი ეროვნული თვითმყოფადობის დაცვასა და შენარჩუნებაში ფასდაუდებელია
ირაკლი კობახიძე - განსაკუთრებული მადლობა დედა-ეკლესიას, პატრიარქს და თითოეულ სასულიერო პირს, რომელთა ღვაწლი ეროვნული თვითმყოფადობის დაცვასა და შენარჩუნებაში ფასდაუდებელია

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს დედა-ეკლესიას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და თითოეულ სასულიერო პირს, რომელთა ღვაწლი საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობის, ღირებულებების დაცვასა და შენარჩუნებაში ფასდაუდებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საახალწლო მილოცვაში აღნიშნავს.

პრემიერ-მინისტრი ყველა რელიგიურ კონფესიას ტრადიციული ფასეულობების დაცვაზე ზრუნვისთვის მადლობას უხდის.

„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს დედა-ეკლესიას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და თითოეულ სასულიერო პირს, რომელთა ღვაწლი საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობის, ღირებულებების დაცვასა და შენარჩუნებაში ფასდაუდებელია. მადლობას ვუხდი ყველა რელიგიურ კონფესიას ტრადიციული ფასეულობების დაცვაზე ზრუნვისთვის“, – აღნიშნავს პრემიერი.