ირაკლი კობახიძე – განათლების რეფორმა გაცვლით პროგრამებს არავითარ შემთხვევაში პრობლემას არ შეუქმნის, პირიქით, ხელშემწყობი ეფექტი ექნება სტუდენტების ჩართულობაზე ამ პროგრამებში

16:40, 26.11.2025

არავითარ შემთხვევაში პრობლემას არ შეუქმნის განათლების რეფორმა გაცვლით პროგრამებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, პირიქით, როდესაც დაიხვეწება უმაღლესი განათლების სისტემა, ეს მისცემს სტუდენტებს უკეთეს შესაძლებლობას, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში.

„აქედან გამომდინარე, ამ რეფორმას, პირიქით, ხელშემწყობი ეფექტი ექნება გაცვლითი პროგრამების   წარმატებით განხორციელებაზე და სტუდენტების ჩართულობაზე ამ პროგრამებში“, –  განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი