ირაკლი კობახიძე – გახსოვთ, როგორი შტურმის ობიექტი გახდა ეუთო/ოდირ-ი, როდესაც საპარლამენტო არჩევნებზე დადო დასკვნა, ასეთი თავის ატკიება, შეიძლება, აღარ სურდა, ეუთო/ოდირ-ის პოზიციას გაგებით ვეკიდებით

12:13, 11.09.2025

გახსოვთ, როგორი შტურმის ობიექტი გახდა თავის დროზე ეუთო/ოდირ-ი, როდესაც მან დადო დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ასეთი თავის ატკიება, შეიძლება, აღარ სურდა. ჩვენ ეუთო/ოდირ-ის პოზიციას გაგებით ვეკიდებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთ თვე საკმაოდ ნორმალური ვადა იყო იმისათვის, რომ ეუთო/ოდირ-ის მისია დაკომპლექტებულიყო.

„რაც შეეხება ეუთო/ოდირ-ს, ჩვენ ველოდებოდით რეგისტრაციის ვადების ამოწურვას. ამის შემდეგ გაიგზავნა ეუთო/ოდირ-ში მოწვევა. ვფიქრობ, ერთ თვე საკმაოდ ნორმალური ვადა იყო იმისათვის, რომ დაკომპლექტებულიყო მისია. ამას დღეები სჭირდება რეალურად. ზედმეტი ბიუროკრატია ევროპას ვნებს, მაგრამ ერთ თვეში სავსებით შესაძლებელია მისიის დაკომპლექტება, ყველა საკითხის გავლა და მისიის განხორციელება. თუმცა მე მესმის, რომ ეს ყველაფერი იყო სერიოზული გამოწვევა ეუთო/ოდირ-ისთვის, თქვენ გახსოვთ, როგორი შტურმის ობიექტი გახდა თავის დროზე ეუთო/ოდირ-ი, როდესაც მან დადო დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ასეთი თავის ატკიება, შეიძლება, აღარ სურდა. ჩვენ ეუთო/ოდირ-ის პოზიციას გაგებით ვეკიდებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ეუთო/ოდირ-მა განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებზე მისიის განთავსების შესაძლებლობა არ ექნებათ, თუმცა მანდატის ფარგლებში გააგრძელებენ მოვლენების მონიტორინგს. ეუთო/ოდირ-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ „4 ოქტომბერს, არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე საქართველოს ხელისუფლების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ორგანიზაციის მიწვევა სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის არასაკმარის დროს ტოვებს“.

მსგავსი