ირაკლი კობახიძე - გაგრძელდება სპორტის მხარდაჭერა, სპორტის ბიუჯეტის ეტაპობრივი ზრდა, ახალი ინვესტიციების ჩადება სპორტის განვითარებაში
ირაკლი კობახიძე - გაგრძელდება სპორტის მხარდაჭერა, სპორტის ბიუჯეტის ეტაპობრივი ზრდა, ახალი ინვესტიციების ჩადება სპორტის განვითარებაში

სპორტის სფეროში გვაქვს ძალიან სერიოზული მიღწევები, უპრეცედენტო პროგრესი შედეგების თვალსაზრისით და, ბუნებრივია, გაგრძელდება სპორტის მხარდაჭერა, სპორტის ბიუჯეტის ეტაპობრივი ზრდა, ახალი ინვესტიციების ჩადება სპორტის განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, დაგეგმილია მთელი რიგი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

„რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეთ დამსახურებულ სპორტის მუშაკებს, ვეტერან სპორტსმენებს, მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, მათთვის საგანგებო სოციალური მხარდაჭერის პროგრამები იქნება უზრუნველყოფილი და განხორციელებული. ასევე, გაგრძელდება მნიშვნელოვანი სპორტული ობიექტების მშენებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – აღნიშნა კობახიძემ.