ირაკლი კობახიძე - ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიასთან დაკავშირებით მსოფლიოში არის ნეგატიური ტენდენცია, მნიშვნელოვანია, საქართველოში ასეთი ტენდენციები დავასრულოთ
ირაკლი კობახიძე - ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიასთან დაკავშირებით მსოფლიოში არის ნეგატიური ტენდენცია, მნიშვნელოვანია, საქართველოში ასეთი ტენდენციები დავასრულოთ

მე პირადად არ ვარ ჩართული კანონპროექტის შემუშავებაში, რომელიც მიმართულია ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა, რაც აბსოლუტურად გასაგებია.

„არის ნეგატიური ტენდენციები მსოფლიოს მასშტაბით და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ნეგატიური ტენდენციები დავასრულოთ. ამისათვის, რა თქმა უნდა, კანონმდებლობას შეუძლია, შექმნას მყარი გარანტიები. მთავარია, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების შესაბამისად და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემუშავდეს ეს კანონპროექტი“, – განაცხადა პრემიერმა.