ირაკლი კობახიძე - "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშში მრავლად არის ფაქტობრივი შეცდომა
ირაკლი კობახიძე - "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშში მრავლად არის ფაქტობრივი შეცდომა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ “ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშში მრავლად არის გაპარული ფაქტობრივი შეცდომა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ანგარიშის ავტორები სასამართლოს ადანაშაულებენ აფგან მუხთარლის საქმეში, როდესაც ქართულ სასამართლოს ამ საქმესთან არავითარი შეხება არ ქონია.

„აღსანიშნავია, რომ ანგარიშში მრავლად არის გაპარული ფაქტობრივი შეცდომები. მაგალითად, ანგარიშის ავტორები სასამართლოს ადანაშაულებენ აფგან მუხთარლის საქმეში, როდესაც ქართულ სასამართლოს ამ საქმესთან არავითარი შეხება არ ქონია; ანგარიშიდან იკითხება, რომ მისი ავტორები ეყრდნობიან იმ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს, რომლებიც გამოირჩევიან კომპეტენციის ნაკლებობით და ტენდენციური დამოკიდებულებით საქართველოს ხელისუფლების მიმართ”, – განაცხადა კობახიძემ.