ირაკლი კობახიძე - ფანჩატური და პრაიმერიზი შეუთავსებადი ცნებებია, ამიტომ ამ პრაიმერიზს დიდი გულისყურით ვერ დაველოდებით
ირაკლი კობახიძე - ფანჩატური და პრაიმერიზი შეუთავსებადი ცნებებია, ამიტომ ამ პრაიმერიზს დიდი გულისყურით ვერ დაველოდებით

მგონია, რომ პრაიმერიზი არის ერთგვარი მაღალი მატერია. ფანჩატური და პრაიმერიზი ერთმანეთთან შეუთავსებადი ცნებებია. აქედან გამომდინარე, ამ პრაიმერიზს დიდი გულისყურით ვერ დაველოდებით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ამასთან, ირაკლი კობახიძეს სთხოვეს, შეეფასებინა ის ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პრაიმერიზის გარშემო გაერთიანებას ემიჯნება.

კობახიძის თქმით, კარგია, რომ ოპოზიცია დასუსტებულია, რადგან „ასეთ დროს შედარებით რაციონალურ და ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს შანსი უჩნდებათ, დაიმკვიდრონ ადგილი პოლიტიკურ სპექტრში“.

„ოპოზიცია არის დასუსტებული და ეს დასუსტება იწვევს შიდაკონფლიქტებს, რაც ძალიან კარგია, ვინაიდან ასეთ დროს შედარებით რაციონალურ, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს შანსი უჩნდებათ, დაიმკვიდრონ ადგილი პოლიტიკურ სპექტრში. რაც უფრო დაირღვევა და დასუსტდება ოპოზიცია, მით უკეთესი ჩვენი პოლიტიკოსებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვას, „თქვენი აზრით, არავინ არის დღეს პოლიტიკურ სპექტრში რაციონალური ძალა“, კობახიძემ ასე უპასუხა:

„ყველა მინუს რამდენიმე რადიკალური პარტიისა. ეს რადიკალური პარტიები კი იცით, რომლებიც არიან: „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“. ესაა სამი საპარლამენტო პარტია. სხვები საპარლამენტო პარტიები არ არიან. სამი რადიკალური საპარალამენტო პარტია არის „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.